გამარჯობა ხალხო!
დავბრუნდი:)
25 სექტემბრის შემდეგ,არაფერი დამიწერია.. დიდი პაუზა გამომივიდა ხო იცით,თან ვერც დაგემშვიდობეთ:) სამწუხაროდ:)
ამ დროის განმავლობაში ბევრი რამე მოხდა. მნიშვნელოვან ამბებს მოგიყვებით მხოლოდ მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ.
ოქტომბერი
ოქტომბერი,ფანტასტიურად დამეწყო! თვის დასაწყისში,ძალიან დიდი და მაგარი საჩუქარი მივიღე. ვზივარ სახლში ჩემთვის წყნარად,რეკავს ტელეფონი,მივდივარ ვპასუხობ ასევე მშვიდად,სოფიკო ( რატო სოფიკო მამაჩემო რად გამწირე?!) ჭავჭანიძეს სთხოვეთო,მე გახლავართ-მეთქი,განათლების სამინისტროდან გირეკავთ,თუ შეიძლება ხვალ 12ის ნახევარზე გამოცხადდით განათლების სამინისტროში კუთვნილი ლეპტოპის მისაღებად-ო,ძალიან გამიხარდა,10ოსანი ვარ ბავშვობიდან მაგრამ ეს მე9 კლასსზე იყო,ვინც მე9 კლასი დაამთავრა 10-ზე,მათ გადასცეს საჩუქრად LENOVO-ს საქართველოში აწყობილი ლეპტოპები. მივედი რა თქმა უნდა მეორე დღეს სამინისტროში,ძალიან გახარებული ვიყავი ბატონმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა – გიგი უგულავამ გადმოგვცეს საჩუქრები. იქვე ინტერვიუ ჩამომართვა მაესტრომ,რომელიც იმავე საღამოს ტელევიზორში იყო,იმედი კი სახლში მესტუმრა,გადაიღეს ის ჩემი მეცადინეობის პროცესი და მალაპარაკეს.ძალიან ბედნიერი დღე იყო,4 ოქტომბერი არასდროს არ დამავიწყდება,რამდენმა ადამიანმა დარეკა ჩვენთან სახლში სოფო ვნახეთ ტელევიზორში,რა საამაყო და მაგარი გოგო არისო. ჩემი მშობლები ძალიან გავახარე რაც მთავარია,ჩემი თავითაც კმაყოფილი ვიყავი და ძალიან კარგი საჩუქარიც მივიღე,მართალია მე4 კომპიუტერი არის ჩვენს ოჯახში მაგრამ მაინც ძალიან აღსანიშნავი იყო ჩემთვის ის ფაქტი,რომ ჩემი 10წლიანი დაუღალავი შრომა დაფასდა,და მისთვის ჯილდოც კი დავიმსახურე.
ეს რუსთავი 2 ჩემო ბატონო.
ესეც მაესტრო. არა ამ ჩემი გვარის დამახინჯებას ვერ ვაპატიებ ამათ! “ჭაჭანაძე”
ეს ჩემი ზემოთ ნახსენები ლეპტოპი,5 თვის შემდეგ,ნუ კიდევ კარგადაა ჩემს ხელში. (მე ნიჭიერი ვარ უუ!)
ოქტომბერში გერმანულის სწავლაც დავიწყე გოეთეს ინსტიტუტში,ახლაც იქ ვსწავლობ,ტესტირებებში სულ მაღალ-მაღალი შეფასებები მაქვს,და ასე თუ ისე ვეუფლები გერმანულ ენასაც! ძალიან კმაყოფილი ვარ,მინდა გითხრათ,რომ ვისაც უნდა გერმანულის შესწავლა,მიდით გოეთეში ნამდვილად არ ინანებთ!:)
ესეც ჩემი ოქტომბერი,წარმატებული ოქტომბერი:)
ნოემბერი
ნოემბერს გამოვტოვებ შეგნებულად,ამ თვეში ბიჭი მომეწონა,რომელიც 5 თვე მომწონდა,მაგრამ ვერაფერი,ეგ არაფერი არაუშავს,მე ვიცი ამდენთან,რომ არაფერი არ გამომდის ეს იმას ნიშნავს რომ ვიღაცა ძალიან მაგარი და გრანდიოზული და მაგარი ყავს ჩემთვის გადანახული ღმერთს და მეც ველი !
(პირად ცხოვრებაზე არ მიყვარს ესე საჯაროდ ლაპარაკი და პირველად ვწერ,სურვილი ჩაიფიქრეთ :დ)
დეკემბერმა,იანვარმა,თებერვალმა ძალიან ჩვეულებრივად ყოველგვარი ღირსშესანიშნაობების გარეშე ჩაიარა
მარტი – მარტი,მარტი,მარტი, ოხხ ეს მარტი!
მარტი ჩემი საყვარელი თვეა <3 იმიტომ,რომ :
1) გაზაფხულის პირველი თვეა
2) მე დავიბადე!
მარტიც ძალიან მშვიდად დაიწყო:) ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა. მე ძალიან აფორიაქებული ვიყავი რადგან 16 წლის ვხდებოდი,16 ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის,ვგრძნობდი რომ ძალიან ვიზრდებოდი უკვე თან გული მწყდებოდა,რომ ბავშვობის ბედნიერი წლები უკან რჩებოდა,თან მიხაროდა რომ უკვე დიდი დიდი გოგო ვხდებოდი. დაბადების დღისთვის რაიმე ძალიან გრანდიოზულს ვგეგმავდი,ოცნება იყო ჩემი რომ ე.წ. “sweet 16″ მთელი ცხოვრება დამმახსოვრებოდა,მაგრამ როგორც ჩანს ჩემზე კარგად სხვებმა დაგეგმეს და გამოუვიდათ კიდეც.
ჩემი დაბადების დღე 11 მარტს არის,გადავწყვიტე სახლში გადამეხადა,ძალიან ბევრი მეგობარი დავპატიჟე და ვემზადებოდი ჩემი დაბადების დღის გრანდიოზულად აღსაღნიშნად. 10ში ღამით,ჩემთვის წყნარად ვიჯექი,როცა უცებ გარეთ მომესმა ძალიან დიდი ფეიერვერკის ხმა,მთელი ზალა განათდა,გავედი ფანჯარაში ვიყურებოდი ვტკბებოდი რა სილამაზეა-თქო თან გულში ვფიქრობდი,წუთები უკლდა უკვე 12ს,უცებ ჩემმა დაქალმა დამირეკა გადმოიხედე ფანჯრიდანო.. ამ დროს გულმა დამარტყა,გადავიხედე და რა დავინახე, ჩემი მეგობრები,გოგონები-ბიჭები ყველა ერთად იყვნენ <3 ეს უზარმაზარი და მართლა ძალიან ძალიან ლამაზი ფეიერვერკი ჩემი იყო ჩემი !!!! არვიცი ისე გამიხარდა,სიტყვებით ვერ გადმოვცემ,ფეხები ამიკანკალდა,ხმას ვერ ვიღებდი ენა ჩამივარდა,გავვარდი იმ წამსვე გარეთ,ცოტა ხანი გარეთ ვიყავით ვიმღერეთ ბევრი და ამოვედით ჩემთან. ღამე ხომ ვიქეიფეთ და შემდეგ დღესაც არ დავაკელით :დ მაგრამ სიურპრიზები ამით არ დამთავრებულა,11ში როცა უკვე ყველა შეიკრიბა,ნელნელა თითო-თითოდ გარეთ იკრიფებოდნენ,ზოგი იმიზეზებდა მაღაზიაში მივდივარო,ზოგმა ახლობელს შევხვდები და ამოვალო. ისევ მირეკავს ჩემი დაქალი გადმოიხედე ფანჯრიდანო და რას ვხედავ! ძალიან ბევრი საჰაერო ფრანები! არ ვიცი სულ მეტირება რომ მახსენდება,ასეთი ბედნიერი მე ჯერ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! ჩავედი ქვევით,ჩავუთქვით ყველამ სურვილები და გავუშვით ცაში ეს ჩემი ფრანები <3
კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით ბავშვებო ყველას,ვამაყობ მე თქვენით,დიდი მადლობა რომ ესეთი ბედნიერი დღე მაჩუქეთ თქვენ მიყვარხართ ყველანი ძალიან!
აპრილი
აპრილიც ასევე მშვიდად მიდის <3
უი ხო,ყველაზე კარგი მე მგონი ჯერ ადრეა მაგრამ,ოცნებას ვიხდენ! ჟურნალისტი ვხდები! ჩემი ოჯახის წევრები დავითანხმე საბოლოოდ,ვგონებ რომ შეეგუენ უკვე იმ აზრს რომ ჟურნალისტიკურზე ვაბარებ,რისი კატეგორიული წინააღმდეგნიც იყვნენ,რატომ თვითონაც ვერ ხსნიან :დ
ახლა მოგიყვებით რას ვუზამ ჩემს ბლოგს:)
ისე Paul Smith-ის background როგორ მოგწონთ? <3 მე ძალიან! კიდევ ბევრჯერ შეიცვლება))).
ტრადიციას არ ვარღვევ,და როგორც ყოველთვის კვირაობით შევხვდებით ხოლმე,ყოველ კვირას აქ ჩემს ბლოგზე!
ახალი რუბრიკა გვემატება – თვის ცნობილი სახე,celebrity of the month.
თვეში ერთ ცნობილ ადამიანს შევხვდები,ინტერვიუს ჩამოვართმევ,რომელიც შემდგომში ბლოგზე განთავსდება. მე ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება,კომენტარებშიც შეგიძლიათ რომ დაწეროთ ხოლმე,ვინ გაინტერესებთ ყველაზე მეტად. აპრილის “სელებრითი” უკვე შევარჩიე და რამდენიმე დღეში შევხვდები,მოდით ვინაობას არ გაგიმხელთ ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ,მაგრამ სიტყვაზე მენდეთ რომ ის ძალიან პოპულარულია და ყველას ძალიან გიყვართ! ინტერვიუც ძალიან საინტერესო იქნება. რაღა დაგიმალოთ და ძალიან ვღელავ,ჩემი პირველი ინტერვიუა.ამასთანავე ძალიან გახარებულიც ვარ,ოცნება მიხდება ხალხო!!!:)
მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ! ეს არის და ეს! მე ისევ ის სოფო ვარ:) ამ დროის განმავლობაში კი,ბევრი რამ შეიცვალა ალბათ. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
საერთოდ ზოგადად გახარებული ვარ ახლა ძალიან. კარგ ხასიათზე <3 ამინდებიც როგორ გვიწყობს ხელს? ისე რაღაც ძალიან მალე კი დათბა მაგრამ მაინც :დ
მოკლედ უნდა გაგექცეთ ახლა:) გემშვიდობებით კვირამდე! შევხვდებით ჩვენს “სელებრითთან” ერთად
წარმატებები თქვენ ჩემო ძვირფასებო, და დიდი მადლობა,რომ ამ დროის განმავლობაში ჩემი ბლოგი არ მიატოვეთ,და მაინც იყო მკითხველი აქ ინტენსიურად,არ ვიცი თქვენ,რომ არა რა მეშველებოდა?!
გკოცნით გეხვევით,თქვენი SofiaaCC .







